1757756931
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა უკრაინას გასულ ღამეს 160-ზე მეტი დრონით და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა 13 სექტემბრის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 164 უპილოტო საფრენი აპარატი და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 9:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში რუსების 137 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების დარტყმები დაფიქსირდა 9 ლოკაციაზე.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო და თავდაცვის ძალებმა.