Loading data...
რუსულმა ძალებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი

უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სტაროკაზაჩეზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„დაზიანებულია ნაგებობები, განადგურდა ავტობუსები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები. გაჩნდა ძლიერი ხანძარი, მაშველებმა საჰაერო იერიშის ადგილიდან 16 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს და ავტობუსით ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, - განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურში.

შეტევის დროს ერთი დრონი საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაეცა, ხოლო კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეჩერდა.