Loading data...
რუსულმა ძალებმა ტერნოპოლზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს - ათი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია. 

„მტერმა ქალაქის სხვადასხვა რაიონს დარტყმა მიაყენა. მაშველები უმკლავდებიან თავდასხმის შედეგებს, აქრობენ ხანძარს და დახმარებას უწევენ დაზარალებულებს“, - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში. 

ქალაქის მერის სერგეი ნადალის თქმით, ტერნოპოლს რუსეთმა 50 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.