Loading data...
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს - დაიღუპა 1 ადამიანი, 7 კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს. 

როგორც „ბიბისი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რუსების დრონებმა საცხოვრებელი შენობა დააზიანა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მაშველებმა ნანგრევებიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. 

გარდა ამისა, დაშავდა 7 მოქალაქე.