1773682938
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.
როგორც სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ტელეგრამზე იტყობინება, რუსების იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
„კიდევ ერთი დანაკარგი სუმის ოლქში. სადოვსკის თემში 40 წლის კაცი დაიღუპა“, - აცხადებს გრიგოროვი.
როგორც გრიგოროვი იტყობინება, დიდი სატვირთო ავტომობილის მძღოლი მარცვლეულის დასატვირთად იყო მისული, რა დროსაც რუსების დრონი მის კაბინას შეეჯახა.
მანამდე კი, გრიგოროვმა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა.