Loading data...
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე 24 საათის განმავლობაში 120-ჯერ მიიტანეს იერიში - დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთის არმიამ 24 საათის განმავლობაში სუმის ოლქის 34 დასახლებულ პუნქტზე 120 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია Facebook-ზე იტყობინება. 

„რეგიონის ტერიტორიაზე რუსული იერიშის შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მოქალაქეები. დღის განმავლობაში, 7 ივლისს დილიდან 2025 წლის 8 ივლისის დილამდე, რუსმა სამხედროებმა რეგიონის 15 ტერიტორიულ თემში 34 დასახლებულ პუნქტზე 120 შეტევა განახორციელეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაზღვრო თემებიდან 17 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.