1772704517
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში დრონებით სატვირთო გემზე იერიში განახორციელეს
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელეს. შეტევის შედეგად ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაშავდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
სამოქალაქო გემი, რომელზეც იეირში განხორციელდა, პანამის დროშით დაცურავს. ის სიმინდით იყო დატვირთული და ჩერნომორსკის პორტიდან გავიდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 155 მოიერიშე დრონით შეუტია. უკრაინის ძალებმა 136 დრონი ჩამოაგდეს. 18 დრონი 8 ადგილას მიზანს მოხვდა.