Loading data...
რუსულმა ძალებმა რაკეტებით და დრონებით ხარკოვსა და დნეპრზე იერიში მიიტანეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 25-26 ივლისს ღამით ხარკოვსა და დნეპრზე რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ქალაქზე შეტევა Shahed-ის ტიპის 15 დრონით, 2 ბალისტიკური რაკეტით და 4 მართვადი ავიაბომბით განხორციელდა. დაშავდა 5 ადამიანი.

ასევე შეტევა ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევზე განხორციელდა. იქ ორი ადგილობრივი მკვიდრი დაიჭრა.

სუმის ოლქში რუსულმა ძალებმა დრონებით და ავიაბომბებით ქალაქი შოსტკა დაბომბეს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

დნეპრზე კომბინირებული დარტყმა განხორციელდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და სამრეწველო საწარმო, დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.