Loading data...
რუსულმა ძალებმა პოლტავისა და კიევის ოლქებს შეუტიეს - დაბომბეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა

რუსულმა ძალებმა 18 სექტემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონს, კერძოდ, პოლტავისა და კიევის ოლქებს შეუტიეს. 

პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვოლოდიმირ კოგუტის თქმის, რუსებმა მირგოროდის ოლქში რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაბომბეს. შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფებმა მოახდინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი დაშავდა.

რეგიონში ღამით მომხდარი დაბომბვის გამო, რკინიგზის რამდენიმე მონაკვეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

რუსეთის სამხედრო დარტყმების შედეგად კიევის რეგიონიც დაზარალდა. ბორისპოლის რაიონში საწყობში ხანძარი გაჩნდა.