1789575993
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე
16 სექტემბერს რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, რუსების დარტყმამ სამი ავტოფარეხი და ორი მანქანა დააზიანა. აფეთქების ტალღამ მეზობელ შენობებში ფანჯრები ჩაამსხვრია.
„ოდესა: კიდევ ერთი რუსული თავდასხმის შედეგად კაცი დაიღუპა“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.