1774377437
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ლვოვის ოლქზე იერიში მიიტანეს - დაშავდა 13 ადამიანი
რუსულმა ძალებმა ლვოვის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის თქმით, საჰაერო თავდასხმის დროს ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად, ლვოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა“, - აცხადებს ლვოვის მერი.
ამასთან, რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია.