Loading data...
რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაღუპულია 4 ადამიანი, 19 კი დაშავდა

9 იანვრის ღამეს რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს,  სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში დრონმა 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეუტია, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. 

ასევე, პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

„ოკუპანტების კომბინირებული თავდასხმის სამიზნე დედაქალაქის რამდენიმე უბანი გახდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი“, - წერს უკრაინული მედია

ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხებულია.