რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით კვლავ შეუტიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ მიიტანეს იერიში. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
„კიევში საჰაერო თავდაცვა აქტიურდება! დარჩით თავშესაფრებში!“, - აფრთხილებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, კიევში სოლომენსკის უბანში დრონებით იერიშის შემდეგ არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მხარე შესაძლო მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
ამასთან, ამ ეტაპზე, ასევე უცნობია, რამდენი დრონით შეუტია მოსკოვმა კიევს.
ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა კიევს 9 იანვარსაც შეუტიეს, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
რუსულმა ძალებმა 9 იანვარს ;ლვოვზე ჰიპერბგერითია რაკეტა „ორეშნიკითაც“ მიიტანეს იერიში.