Loading data...
რუსულმა ძალებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი, კიევი, ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. დარნიცკის და დასნიანსკის რაიონებში ხანძარი გაჩნდა. სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

„დაშავებულია 8 ადამიანი, სამს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ორ რაიონში, დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

საჰაერო განგაში კიევში ღამის 4 საათზე გაისმა. აფეთქებები უკრაინის დედაქალაქში დილით მოხდა.