1767880153
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხერსონს კვლავ შეუტიეს - დაღუპულია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონსა და მის მიმდებარე რეგიონს შეუტიეს.
პროკუდინის ინფორმაციით, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
ადგილობრივი დროით, დაახლოებით 12:30 საათზე რუსებმა ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე მიიტანეს იერიში.
ხერსონის კიდევ სამი მცხოვრები დაშავდა. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და საჭირო დახმარებას იღებენ.
მანამდე, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, რუსები ბერისლავის თემში გზატკეცილზე დრონით თავს დაესხნენ სამოქალაქო ავტომობილს, რის შედეგადაც 1962 წელს დაბადებული კაცი დაიღუპა.
ინფორმაციისთვის, 7 იანვარს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.