1761920001
                
            
            
            
                უცხოეთი
            
        რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა
 
        რუსულმა ძალებმა ხერსონზე მორიგ ჯერზე მიიტანეს საჰაერო იერიში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, 7 კი დაშავდა.
„56 წლის ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე დაღუპულს, ის 51 წლის კაცია, რომელიც საკუთარ სახლში რუსების იერიშს ემსხვერპლა. კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე პროკუდინმა.
 
            