Loading data...
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის რეაქტიული დრონით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის რეაქტიული დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, დრონი ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. იზრდება დაშავებული ადამიანების რიცხვიც. 

„ეს იყო „შაჰედის“ ტიპის რეაქტიული დრონი. შეჯახების შედეგად ხუთსართულიანი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა და ყველა მაცხოვრებელი სწრაფად იქნა ევაკუირებული“, - განაცხადა ხარკოვის მერმა. 

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, მედიკოსები აგრძელებენ ადამიანების დახმარებას და ადგილზე რუსეთის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.