1788931213
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს
9 სექტემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობასა და საწყობზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორი ტერეხოვი ავრცელებს.
ტერეხოვმა ასევე განაცხადა, რომ ხოლოდნოგორსკის ოლქში საწყობის შენობა დაზიანდა, რის შემდეგაც ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინულ მხარეს, შესაძლო დაღუპულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.