1766575264
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვის მახლობლად თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 1 ადამიანი და 11 დაშავდა
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის მახლობლად თბოელექტროსადგურზე მიზანმიმართული დარტყმების სერია დაიწყეს.
როგორ ტერეხოვი ტელეგრამ არხზე იტყობინება, ერთი ადამიანი დაიღუპა დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ამასთან, ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რამაც პირდაპირ გავლენა მოახდინა გათბობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
მოგვიანებით კი, ტერეხოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის მეტროს მომსახურება აღდგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარეს განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
ინფორმაციისთვის, უკრაინული მხარის ცნობით, 24 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს.