Loading data...
რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი

26 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს. 

ამასთან, ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი. 

„დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა. 

როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვზე იერიშის მისატანად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ტორნადო“ გამოიყენეს.