1785850516
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკზე მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანეს.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვადიმ ფილაშკინის თქმით, ერთ-ერთი ბომბი მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
რეგიონული პროკურატურის ცნობით, 22 ადამიანი დაშავდა.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ხელისუფლებამ კრამატორსკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ არაერთხელ მოუწოდა.