Loading data...
რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოლაევს „ისკანდერის“ რაკეტით შეუტიეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე, 15 დაშავდა. ამის შესახებ ნიკოლაევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი იტყობინება. 

კიმის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა კასეტური ქობინით აღჭურვილი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ“, - განაცხადა კიმმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ადამიანებმა, მათ შორის ერთმა ბავშვმა. 

ასევე დაზიანდა ბენზინგასამართი სადგურები, მსუბუქი ავტომობილები და სხვა შენობა-ნაგებობები.