1761807491
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა იერიში ზაპოროჟიეზე მიიტანეს, არიან დაშავებულები
რუსული ძალები რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს და ზაპოროჟიეს ოლქს ბომბავდნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
დაშავებულთა შორის ბავშვები არიან. ერთ-ერთი ჭურვი საერთო საცხოვრებელს მოხვდა, სადაც რამდენიმე სართული დაინგრა.
ზაპოროჟიეს რაიონული ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფიოდოროვის თქმით, დაშავებულია 11 ადამიანი. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.
რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიშები კიევის ოლქზეც მიიტანეს. ბორისპოლში 36 წლის ქალი დაშავდა.