რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინაზე იერიში 100-ზე მეტი დრონით მიიტანეს

15 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში „შაჰედის“, „გერბერას“, ასევე, სხვა ტიპის დრონებით იერიში მიიტანეს.
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების 86 დრონი გაანეიტრალა.
„დილის 8:30 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით ჩამოაგდეს მტრის 86 უპილოტო საფრენი აპარატი. 26 უპილოტო საფრენი აპარატის ზემოქმედება დაფიქსირდა 11 ლოკაციაზე. შეტევა კვლავ გრძელდება, საჰაერო სივრცეში მტრის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატია.
საერთო ჯამში, 14 ოქტომბრის 22:50 საათიდან 15 ოქტომბრის დილამდე, რუსებმა შეტევა თავდასხმის 113 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელეს რუსეთის ქალაქებიდან - მილეროვო, კურსკი, ბრიანსკი და პრიმორსკო-ახტარსკი“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.