Loading data...
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინას 100-ზე მეტი დრონით და რაკეტებით შეუტიეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით, „С-300“ ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და 102 დრონით შეუტიეს. 

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, 70 დრონი „შაჰედის“ ტიპის იყო.

„დილის 8:30 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, ცენტრში და აღმოსავლეთით ჩამოაგდეს მტრის 87 უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედი“, „გერბერა“ და სხვა. მტრის ორი რაკეტის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.