1793269318
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დნეპრში მატარებელზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 13 ადამიანი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, დნეპრში მატარებელზე რეაქტიული დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე განჟა ავრცელებს.
განჟას ცნობით, რუსების იერიშის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცველები მუშაობენ.