რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს - დაჭრილია 3 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, რუსების იერიშის შედეგად განადგურდა 13 კერძო სახლი, დაზიანდა 7 შენობა, ავტომობილები და გაზსადენი.
„ნიკოპოლის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ საჭირო დახმარება გაეწიათ. თავდასხმებმა დააზიანა საწარმოს ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობა“, - წერს უკრაინული მედია.