1778143554
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და დრონებით შეუტიეს - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქის ხუთ რაიონს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონს 30-ჯერ შეუტიეს.
დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ავტოფარეხები და ავტომობილები. დაშავდა ორი ადამიანი: 21 წლის ორსული ქალი და 45 წლის მამაკაცი. ორივეს დახმარება ადგილზე გაეწია.
რეგიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.