Loading data...
რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს

უკრაინაში გამოცხადებული სარაკეტო საფრთხის დროს, სუმში აფეთქებები დაფიქსირდა.

ჩერნიგოვში რაკეტა ადგილობრივ საწარმოს მოხვდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიგოვის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი ბრიჟინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დაფიქსირებულია რაკეტის დარტყმა ქალაქის საწარმოს ტერიტორიაზე. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. შესაძლებელია განმეორებითი გაშვება, დარჩით თავშესაფრებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.