1773402473
უცხოეთი
რუსულმა დრონებმა ხარკოვის ოლქში ავტობუსზე იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
კუპიანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი კანაშევიჩის ინფორმაციით, ხარკოვიდან ველიკი ბურლუკში მიმავალ ავტობუსზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
დაღუპული ავტობუსის მძღოლია. სამგზავრო ავტობუსში 15 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ავტობუსს სავარაუდოდ „ლანცეტის“ ტიპის დრონით დაესხნენ თავს.
რუსულ მხარეს იერიშთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.