1772813705
უცხოეთი
რუსული მხარის განცხადებით, კურსკის ოლქზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს
კურსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ხინშტეინის განცხადებით, კურსკის ოლქზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს.
„უკრაინული დრონი 1963 წელს დაბადებულ ქალს თავს დაესხა. დარტყმის შედეგად, სოფელ ლეშჩინოვკას მკვიდრმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო“, - განაცხადა კურსკის ოლქის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ქალის დახურული ტრავმა და მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.