Loading data...
რუსული მხარე: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდს რაკეტებით შეუტიეს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდს რაკეტებით შეუტიეს.

წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

„ეს ბელგოროდის ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა, სავარაუდოდ, ჰაიმერსის მიერ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, -  დაწერა გლადკოვმა Telegram-ზე.

მისი თქმით, ქალაქში ენერგოობიექტები დაზიანდა.

„დაზიანდა ენერგოობიექტები და ხანძარი გაჩნდა დამხმარე შენობაში“, - აცხადებს გლადკოვი.