Loading data...
რუსული გემი ფინეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა

რუსულმა გემმა ფინეთის საზღვაო საზღვარი დაარღვია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ფინეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ფინეთის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის ბალტიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი შეიჭრა, რომელიც ზღვის ფსკერის დაზვერვისთვის გამოიყენება.

ინციდენტი ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა და ის 7 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ რუსულ გემს ფინეთის სანაპირო დაცვის ხომალდი მიუახლოვდა და ქვეყნის ტერიტორიული წყლები დაატოვებინა. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ინციდენტის გამოძიება მოხდება.

10 ივნისს ფინეთმა განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე 4-მა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია.