Loading data...
რუსული ძალების სარაკეტო იერიში ოდესაზე - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ოდესაზე რაკეტებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ამავე ცნობით, რუსების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. 

დრონებით თავდასხმის შედეგად აფეთქებების ხმა ისმოდა საპორტო ქალაქში.

დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი.