Loading data...
რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

16-17 ივნისს, ღამით, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული ძალების მერი განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

იერიშის დროს დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი სახლი. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფიოდოროვის თქმით, შეტევის გამო ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტის შენობა.

ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის ცნობით, დაღუპული შეტევის დროს საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.