რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის 9 ოლქზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაშავდა 28 ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
რაკეტები კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ოფისებს და კომერციულ შენობებს მოხვდა. დარტყმები ხიდებზეც განხორციელდა. კიევში 6 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა“, - დაწერა „ტელეგრამში“ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ.
ხარკოვში იერიშის შედეგად საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო იერიშის დროს რუსეთმა გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ჰიპერბგერითი რაკეტები „ცირკონი“, ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ და „Х-101“, ასევე „შაჰედის“, „გერბერას“ ტიპის 404 მოიერიშე დრონი და დრონები-იმიტატორები „პაროდია“.
შეტევების შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქში ელექტროენერგია გაითიშა.