1777536939
უცხოეთი
რუსული ძალების მიერ დნეპრზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა დნეპრზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას დნეპრის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე განჟა ავრცელებს.
მისივე ცნობით, დნეპრზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
„დრონებით შეჯახების შედეგად, მაღაზიას და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა“, - აცხადებს განჟა.
ცნობისთვის, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით მიიტანეს იერიში. დაიღუპა 6 ადამიანი, 20-მდე კი დაშავდა.