Loading data...
რუსული ძალების იერიში ოდესის ოლქზე - ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსებმა საცხოვრებელ უბანზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც კერძო სახლი განადგურდა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. 

„ასევე, დაზიანდა ექვსი ახლომდებარე საცხოვრებელი შენობა. მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.