Loading data...
რუსული ძალები კონსტანტიკოვას 1 საათის განმავლობაში ბომბავდნენ, დაიღუპა 3 ადამიანი, 7 კი დაშავდა - უკრაინული მხარე

რუსული ძალები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კონსტანტინოვკას 1 საათის განმავლობაში ბომბავდნენ. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. 

ამავე ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 7 კი დაშავდა. 

საცხოვრებელი უბანი კვლავ მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. თავდასხმის შედეგად, ქალაქის სამი მცხოვრები, 33, 76 და 78 წლის მოქალაქეები დაიღუპნენ“, - აცხადებს დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.