Loading data...
რუსული დრონის იერიშის შედეგად Welt-ის რეპორტიორი დაშავდა - გერმანული მედია

რუსული დრონის იერიშის შედეგად გერმანული გაზეთის - „Welt“-ის რეპორტიორი დაშავდა, - ამის შესახებ გერმანული გაზეთ „Bild“-ი Telegram არხზე იტყობინება.

კოლეგების თქმით, იბრაჰიმ ნაბერი, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს იმყოფებოდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფს ახლდა და რეპორტაჟს ამზადებდა. 

„როდესაც გადამღები ჯგუფი ღია ველზე მუშაობდა, რუსული დრონი ახლომდებარე სამხედრო მანქანას თავს დაესხა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაიჭრა“, - წერს მედიასაშუალება. 

იბრაჰიმ ნაბერის თქმით, პროდიუსერი ყველაზე მძიმედ დაშავდა. მას ფეხზე დრონის ფრაგმენტი მოხვდა.