Loading data...
რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ დღეს აშშ-ში ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყება

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, დღეს აშშ-ში უკრაინისა და ამერიკულ მხარეებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება. 

„დღეს შეერთებულ შტატებში, გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი გნატოვთან ერთად, ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების კიდევ ერთ რაუნდს დავიწყებთ. ამერიკული მხარის მოწვევით, ამ ფორმატში ევროპელი პარტნიორებიც არიან ჩართული. მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს კოორდინაციისთვის, რომელიც საერთო ხედვის შენარჩუნებისა და კოორდინირებულად მოქმედების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ კონსტრუქციული პროცესის ერთგული ვართ. ჩვენ უკვე ჩავატარეთ წინასწარი კონსულტაციები ევროპელ კოლეგებთან და ვემზადებით ამერიკულ მხარესთან შემდგომი დისკუსიებისთვის. კონსულტაციების შემდეგ, ანგარიში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარედგინება. ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტებების შესაბამისად: უკრაინის უსაფრთხოება საიმედოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს გარანტირებული“, – აცხადებს უმეროვი.