1734934725
უცხოეთი
რუსმა სამხედროებმა 4 უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
რუსულმა ძალებმა ვოლნოვახის რაიონში 4 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
საარტილერიო დაბომბვის დროს 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 4-მა კერძო სახლს შეაფარა თავი. რუსმა სამხედროებმა სახლს ალყა შემოარტყეს და უკრაინელები სათითაოდ გამოიყვანეს. ორი უკრაინელი ძირს დააწვინეს, ხოლო ორი გზაზე გაიყვანეს და შემდეგ ყველა დახვრიტეს.
როგორც 110-ე მექანიზებული ბრიგადის პრეს-ოფიცერმა ივან სეკაჩმა განაცხადა, რუსი მეთაურები ტყვეების დახვრეტის ბრძანებებს გასცემენ, რათა შეტევის ტემპი არ გააგდონ. ურაინულ მხარეს ცხედრებზე წვდომა არ აქვს.
ბოლოს რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები პოკროვსკის მიმართულებაზე დახვრიტეს. მაშინ რუსებმა 6 უკრაინელი ტყვე მოკლეს.