1789137878
უცხოეთი
რუსმა ჰაკერებმა უკრაინიდან სამხედრო დრონების წარმოების ტექნოლოგიები მოიპარეს
ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Midnight Blizzard-მა, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან არის დაკავშირებული, უკრაინის და ევროპის 20-მდე კომპანიის და ორგანიზაციის სერვერებში შეაღწია და იქიდან სამხედრო დრონების წარმოების ტექნოლოგიები მოიპარა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
კიბერშეტევისთვის ჰაკერებმა AI ტექნოლოგიები გამოიყენეს, რომელმაც დაზვერვა, ფიშინგი და სისტემაში შეღწევა განახორციელა.
უკრაინის სერვერებიდან ჰაკერებმა სამხედრო დრონების წარმოების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის კომპიუტერული მხედველობის SDK-სისტემები და დრონების მართვის პროგრამები მოიპარეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ, ეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით კიბერშეტევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტია.