Loading data...
რუსეთში სოდის მწარმოებელ უდიდეს საწარმოში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 36 ადამიანი

რუსეთის ქალაქ სტერლიტამაკში, სოდის მწარმოებელ უდიდეს ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაშავებულია 36 ადამიანი. 25 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში იყო გადაყვანილი. ინფორმაციას moscowtimes.ru ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებში 52 ადამიანი და 15 ერთეული ტექნიკა ჩაერთო.

„ბაშკირეთის სოდის კომპანია“ - რუსეთში საკვები სოდის უმსხვილესი მწარმოებელია. ის სააქციო საზოგადოების, „როსქიმის“ ჯგუფში შედის.