Loading data...
რუსეთში სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი დააკავეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს და იოს „ბუტირკის“ ციხეში იმყოფება. ინფორმაციას რუსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ბულგაკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2008-2024 წლებში იკავებდა. ის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების და ტექნიკის მიწოდებას კურირებდა.

ბოლო თვეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. ერთ-ერთი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი და საკადრო სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი. ისინი ახლაც პატიმრობაში იმყოფებიან.