1774425324
უცხოეთი
რუსეთში საამქრო დაზიანდა, სადაც სამხედრო თვითმფრინავების წარმოება ხდება
რუსეთის ულიანოვსკის ოლქში, „ავაისტარის“ ქარხანაზე უკრაინული დრონების იერიშის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი საამქრო დაზიანდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავების მწარმოებელი საამქრო სერიოზულად დაზიანდა. ქარხანა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, „ილ-76“-ს და მფრინავ ტანკერებს, „ილ-78“-ს აწარმოებს, ასევე იქ სატრანსპორტო თვითმფრინავის, „რუსლანის“ ტექნიკური მომსახურება ხდება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ქარხანაში არსებული ტექნიკის ნაწილიც დაზიანდა.