1775135925
უცხოეთი
რუსეთში ქალაქ უფაში უკრაინულმა დრონებმა საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს - რუსული მხარე
რუსეთში, ქალაქ უფაში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან შენობაზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
როგორც რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დრონებით იერიშის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაიმსხვრა და ხანძარი გაჩნდა, რისი ლაკალიზებაც მალევე მოხდა.
ამასთან, გასულ ღამეს უფაში „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც დაესხნენ თავს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.