1790690159
უცხოეთი
რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-95“ ჩამოვარდა, დაიღუპა 6 ადამიანი
რუსეთის ამურის ოლქში საწვრთნელი ფრენის დროს სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-95“ ჩამოვარდა. ეკიპაჟის 7 წევრიდან 6 დაიღუპა. ამის შესახებ unn.ua იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავს შეიარაღება არ გააჩნდა და ის დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად ადგილზე რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების კომისია გაფრინდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატასტროფა თვითმფრინავმა „ტუ-154“-მა განიცადა.