Loading data...
რუსეთში, „არმავირის“ აეროდრომზე Su-27UB ტიპის თვითმფრინავი განადგურდა

25-26 ივლისის ღამეს რუსეთის ქალაქ არმავირის აეროდრომზე Su-27UB ტიპის თვითმფრინავი განადგურდა. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25-26 ივლისის ღამეს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, „არმავირის“ აეროდრომზე რუსეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ-საბრძოლო გამანადგურებელ SU-27UB-ს ცეცხლი გაუჩნდა.

მთავარი სადაზვერვო სამმართველო დასძენს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, აეროდრომის მახლობლად მდებარე დასახლებებში კომუნიკაცია არ არის.

აღნიშნულია, რომ „არმავირის“ აეროდრომი და მასზე განთავსებული თვითმფრინავები ძირითადად კრასნოდარის საავიაციო სკოლის კურსანტების მომზადებისთვის გამოიყენება.

თვითმფრინავის ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა.

„რუსეთში კრემლის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება“, - განაცხადა უკრაინის დაზვერვამ და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულს შესაბამისი პასუხი მოჰყვება.