1789459658
უცხოეთი
რუსეთმა ზაპოროჟიეში ელექტროქსელებზე იერიში მიიტანა, არის დაღუპული - უკრაინული მხარე
15 სექტემბრის დილით, რუსებმა ზაპოროჟიეში ელექტროქსელზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილო სემკინი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში დილით მომხდარმა თავდასხმამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი კაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა“, - აცხადებს სემკინი.
უკრაინული მხარის ცნობით, 15 სექტემბერს, რუსულმა დრონებმა ქალაქის ელექტროქსელზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.
გარდა ამისა, დაზიანების გამო, ქალაქის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.